ინგა გრიგოლია: ლექსო ლაშქარავამ მითხრა, სტრასბურგში უნდა ვიჩივლოო – გარდაცვლილ ლექსოს მინდა ვუთხრა, მე, ერთი ადამიანი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პასუხი აგოს ყველამ

“პასუხისმგებელი არის ყველა, ვინც გააკეთა ეს, ვინც დაგეგმა, ვინც წააქეზა და წაახალისა ეს ძალადობა, ყველა არის პასუხისმგებელი”,- ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს.

“პასუხისმგებელი არის ყველა, ვინც გააკეთა ეს, ვინც დაგეგმა, ვინც წააქეზა და წაახალისა ეს ძალადობა, ყველა არის პასუხისმგებელი. მოგიყვებით ბოლოს რა მითხრა, რომ ველაპარაკე, სტრასბურგში უნდა ვიჩივლოო. მე ვუთხარი, ყველაფერს გავაკეთებ, არ ინერვიულო, შენს გვერდით ვარ მეთქი. ახლა გარდაცვლილ ლექსოს მინდა ვუთხრა, მე, ერთი ადამიანი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პასუხი აგოს ყველამ, პოლიტიკურმა, რელიგიურმა თუ ქუჩაში გამოვარდნილმა კუნთიანმა ბიჭებმა”,-განაცხადა გრიგოლიამ.

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 5-6 ივლისს “თბილისი პრაიდის” ღონისძიებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს დაზარალდა. ის შესაბამისი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან ბინაზე გაეწერა. დღეს დილით კი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები