კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 609,  აჭარაში – 78, კახეთში – 70

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 952 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 609 შემთხვევა, აჭარაში – 78, იმერეთში – 65, ქვემო ქართლში – 40, შიდა ქართლში – 11, გურიაში – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 24, კახეთში – 70, მცხეთა-მთიანეთში – 13, სამცხე-ჯავახეთში – 21, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 448 საიდანაც: 3 472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 092, აჭარაში – 169, იმერეთში – 413. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 716 პირი, მათ შორის, თბილისში – 374, აჭარაში – 46, იმერეთში -152. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 175 პირი, მათგან თბილისში – 126, აჭარაში – 3, იმერეთში – 9. 907 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 660 – თბილისში, 242- აჭარაში. 8 069 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები