საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 9 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 452 პირი ემსხვერპლა.ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 281 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 658 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 623 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 952 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 377 152-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.69 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.79 ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.18%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 999 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 359 226-მდე.