34 წლის შემდეგ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე „მონანიება” დაბრუნდა
ეროვნულმა კინოცენტრმა კანის კინობაზრობაზე (Marché du Film Online) მეთოთხმეტედ წარადგინა საქართველოს სტენდი, სადაც ინდუსტრიული კუთხით მუშაობს ეროვნული კინოცენტრის გუნდი.
აღსანიშნავია, რომ წელს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კანის კინოფესტივალზე 34 წლის შემდეგ დაბრუნდა თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება”. ამჯერად ფილმი წარმოდგენილი იყო სექციაში „კანის კლასიკა”.
„მონანიების” მსოფლიო პრემიერა კანში გაიმართა 1987 წელს. ფილმმა კინოფესტივალის 3 ჯილდო მოიპოვა – ჟიურის „დიდი პრიზი“, „ფიპრესის“ ჯილდო და კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის. 1988 წელს კი „მონანიება“ ნომინირებული იყი „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში. ფილმში მთავარ როლებს ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავები ასრულებენ.