მაკა ბულეიშვილი: მე მყავდა 22 პაციენტი, რომელიც ორჯერ იყო აცრილი, მათ ძალიან მსუბუქად გადაიტანეს ვირუსი
ექსპერტის ჯანდაცვის საკითხებში, მაკა ბულეიშვილის თქმით, ორჯერადად აცრილმა ადამიანებმა კორონავირუსი ძალიან მსუბუქად გადაიტანეს.
როგორც მან “დღის კურიერის” ეთერში აღნიშნა, ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია.
“მე მყავდა 22 ადამიანი, რომელიც ორჯერ იყო აცრილი, მათ ძალიან მსუბუქად გადაიტანეს ვირუსი, არცერთს არ დასჭირდა რეანიმაცია.
კლინიკა მხოლოდ 4 მათგანს დასჭირდა, მათაც თანმდევი დაავადებები ჰქონდათ და ამიტომ. დანარჩენებმა ბინაზე იმკურნალეს და ძალიან მალე გამოჯანმრთელდნენ”, – აღნიშნა მაკა ბულეიშვილმა.