შალვა პაპუაშვილი: მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში ოპოზიცია რომ არ მონაწილეობს, ამით არღვევს 19 აპრილის შეთანხმებას
“მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში ოპოზიცია რომ არ მონაწილეობს, ამით არღვევს 19 აპრილის შეთანხმებას”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფრის დამრღვევი არის ოპოზიცია.
„მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში ოპოზიცია რომ არ მონაწილეობს, ამით არღვევს 19 აპრილის შეთანხმებას. იცით, რომ შარლ მიშელის შეთანხმებით ოპოზიციის მიმართ ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება იყო პარლამენტში შემოსვლა და პროცედურებში ჩართვა. ჩვენ 19 აპრილის შეთანხმებას ზედმიწევნით მივყვებით. სხვათა შორის, „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებას ასრულებს. იცით, რომ ამნისტიას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა და ამით შეთანხმებას არღვევენ, ასევე საარჩევნო რეფორმას მხარი არ დაუჭირა „ლელომ“, რითაც შეთანხმება დაარღვია. მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არ მონაწილეობენ და ამით შეთანხმებას არღვევენ. ყველაფრის დამრღვევი არის ოპოზიცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.