შურისძიების მოტივით დამწვარი მანქანა – პოლიციამ გორში ერთი პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული კ.ბ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით გორში დააკავეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ქალაქ გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდგომ ავტომობილს, ამავე ავტომობილის მფლობელთან მ.კ – სთან არსებული უთანხმოების ნიადაგზე ცეცხლი წაუკიდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები