ფლორიდაში სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან პარაგვაის პირველი ლედის და, მეუღლე და შვილი

მაიამიში, სადაც 24 ივნისს საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა, დაკარგულად 76 მობინადრე მიიჩნევა.

ამის შესახებ მაიამი-დეიდის ოლქის მერმა, ლევინ კავამ განაცხადა.

გუშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ნანგრევებიდან ცოცხლად დარჩენილების პოვნის შანსი ამოწურულია, ამიტომ, მუშაობა დაღუპულთა ძებნის რეჟიმში გადავიდა.

ასევე, ხდება ცნობილი, რომ კატასტროფას პარაგვაის პირველი ლედის და ოჯახთან ერთად ემსხვერპლა.

გაზეთი ABC Color-ი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სილვანა ლოპეს მორეირა დე აბდოს დის, სოფია ლოპეს მორეირას; მისი მეუღლის, ლუის პეტენჯილასა და მათი უმცროსი ვაჟის ცხედრებია ამოცნობილი.

თუმცა, ივნისის ბოლოს გახდა ცნობილი, რომ ჩამონგრეულ სახლში პარაგვაის პრეზიდენტის მეუღლის და მეუღლესა და სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა. სილვვანა ლოპეს მორეირა დე აბდო მაშინ მაიამიში ჩაფრინდა და სამაშველო ოპერაციას ადევნებდა თვალს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები