შვედეთში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შვედეთში, ქალაქ ერებრუს აეროპორტთან მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის შემდეგად ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას Expressen-ი ავრცელებს.

თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა და ცეცხლი მას მიწაზე მოეკიდა.

დაღუპულია პილოტი და 8 პარაშუტისტი.

მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები