“უარესი ჯერ კიდევ წინ არის” – ჯანმო-ში აფრიკაში კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრ ზრდაზე აცხადებენ

აფრიკაში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება.

​ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის მონაცემით, ივნისის ბოლოს – ივლისის დასაწყისში კონტინენტზე 251 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 20%-ით მეტია და 12%-ით მეტი, ვიდრე პანდემიის მეორე ტალღის პიკის დროს, იანვარში ფიქსირდებოდა.

როგორც ჯანმო-ს აფრიკის ოფისის ხელმძღვანელმა, მატშიდისო მოეტმა თქვა, უარესი ჯერ კიდევ წინ არის.

ინფიცირების ზრდა დაფიქსირებულია კონტინენტის 16 ქვეყანაში, 10 მათგანში “დელტა” ვარიანტია გავრცელებული.

ამავე დროს, აფრიკელთა მხოლოდ 2 პროცენტია ვაქცინირებული სრულად.

მოეტი იმედს ამყარებს ვაქცინებით მომარაგებაზე.

აფრიკამ COVAX-ის ფარგლებში 1,6 მილიონი დოზა მიიღო. ამჟამად, კონტინენტი ელოდება 20 მილიონ დოზას შეერთებული შტატებიდან, დახმარების პირობას ასევე იძლევა ნორვეგია და შვედეთი.

გაერო-ს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) ხელი მოაწერა Johnson & Johnson- თან და წლის ბოლომდე აფრიკის კავშირს (AU) მიაწვდის ვაქცინის დაახლოებით 35 მილიონ დოზას, ჯამურად, 2022 წლის ბოლომდე 220 მილიონ დოზას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები