ჯო ბაიდენი: აშშ ავღანეთში ომს 31 აგვისტოსთვის დაასრულებს
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ-ს ოპერაციები 31 აგვისტოს დასრულდება.
მისივე თქმით, ახლა ავღანელებმა უნდა დაიცვან თავისი ქვეყანა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად 1-ელ მაისს დაიწყო. ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული დანაყოფების გამოყვანის თაობაზე აპრილში განაცხადა.