„წმინდა ქეთევანის ნაწილები სამუდამოდ დაბრუნდება საქართველოში!“

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე ფეისბუქის გვერდზე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ინდოეთიდან საქართველოში დაბრუნებაზე წერს და „ინდური კულტურის ცენტრი საქართველოში“, დამფუძნებლის, დარისპან ფრაშერის სტატუსს აზიარებს.
„კარგი ამბავი!
სამშობლოსთან დიდი ხნის განშორების შემდეგ ნაწამები ქეთევან დედოფალი ინდოეთიდან სამუდამოდ საქართველოში ბრუნდება!
უცვლელად გთავაზობთ დარისპან ფრაშერის პოსტს:
Darispan Prasher
მე 10 წელია ვარ საქართველოს მოქალაქე და წლების განმავლობაში ვმუშაობდი საქართველოს საელჩოში. ინდოეთში. მე ვემხრობი ყველა ჩატარებულ პროცედურას. ვიცი, რომ ჩნდება ბევრი კითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით. ახლა ვარ საქართველოში და ვეხმარები ინდოეთის საელჩოს. ბოლოს, გიორგი ჩალაძეს მეშვეობით შეხვდი დავით ხიდაშელს.
ეს საქმე წლებია ნელ-ნელა მიმდინარეობს, მაგრამ პროცესი ინდოეთსა და საქართველოში დაჩქარდა ბატონი დავით ხიდაშელის დახმარებით, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი!
დადგა ეს ბედნიერი დღეც, რომელშიც მეც შევიტანე პატარა წვლილი. წმინდა ქეთევანის ნაწილები სამუდამოდ დაბრუნდება საქართველოში!
საქართველოში მობრძანდება 9 ივლისს და 10 ივლისს იქნება სამებაში, 2 საათზე. მადლობა მინდა გადავუხადო ინდოეთის მთავრობას, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. გილოცავთ ყველას, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში და გილოცავთ ყველა მოქალაქეს“! – წერს ნინო კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები