მამუკა ჭელიძე: 100- მდე დაზარალებულია საქმეში, იყო გამოძალვის, ყაჩაღობის, მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები; საქმეში ფიქსირდება კრიმინალური გარჩევები, რაც მტკიცებულების სახით ერთვის საქმეს
შინაგან საქმეთა სამინისტროში, “ქურდული სამყაროს” წევრების წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შესახებ ბრიფინგი გაიმართა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ დეტალურად ისაუბრა ისაუბრა.
როგორც მამუკა ჭელიძემ აღნიშნა, გამოძიება თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 100-მდე დაზარალებულია საქმეში.
მისივე თქმით, იყო გამოძალვის, ყაჩაღობისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებიც.
„გამოძიება თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, საკმაოდ მასშტაბურია საქმე 100- მდე დაზარალებულია საქმეში, იყო გამოძალვის ნაწილები, იყო ყაჩაღობის ნაწილი, მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორების. საქმეში ფიქსირდება არაერთი კრიმინალური გარჩევა, რაც მტკიცებულების სახით ერთვის საქმეს და ეს გახდა საფუძველი ადამიანების ბრალდების, რომლებსაც მკაცრი სასჯელი ელოდებათ“, – აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.
ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს მასშტაბით, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით სამართალდამცველებმა 25 პირი დააკავეს. ამავე ბრალდებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალი წარედგინება დამატებით 4 პირს.