ერაყში, პანდემიის დაწყებიდან პირველად, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ქვეყანაში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 9189 შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ერაყისთვის.
სამინისტროს წარმომადგენლის, სეიფ ალ-ბადრას თქმით, ვირუსს კიდევ 31 პაციენტი ემსხვერპლა, საავადმყოფოებიდან 5139 პირია გაწერილი.
პანდემიის გავრცელებიდან ერაყში ინფიცირების 1,4 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაავადებას 17 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.
ქვეყანაში ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს. ბოლო მონაცემით, ვირუსის საწინააღმდეგო აცრა უკვე 1 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული.