უკრაინაში ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების თარიღს ასახელებენ
მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში უკრაინას შეუძლია, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანა, – განაცხადა უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა ლიეტუვურ რადიოსადგურთან საუბარში.
”უკრაინა ცდილობს, უახლოეს მომავალში გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატო-ში. ამ სტრუქტურებში წევრობის იმედი ხუთ-ათ წელიწადში გვაქვს,” – თქვა მან.
მისივე თქმით, უკრაინა ახორციელებს ამისათვის საჭირო ყველა რეფორმას, თუმცა, ევროკავშირში შესვლა დამოკიდებულია არა მხოლოდ კიევზე, არამედ – ორგანიზაციის 27 წევრ ქვეყანაზე.
ამავე დროს, შმიგალმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინის ძალისხმევას რეფორმების პროცესში სათანადოდ არის დაფასებული.
ასევე, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა თქვა, რომ კიევის შემდეგი მიზანი ევროკავშირის შიდა ბაზარზე წვდომის მოპოვებაა, აგრეთვე, მასთან ვაჭრობის ლიბერალიზაცია და ვაჭრობასთან დაკავშირებული ასოცირების ხელშეკრულების ნაწილის განახლება.