ფლორიდაში სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა, 94 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა

მაიამიში, სადაც 24 ივნისს საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა, დაკარგულად 94 მობინადრე მიიჩნევა.

Reuters-ი წერს, რომ ნანგრევებიდან გუშინ კიდევ 10 ცხედარი ამოიყვანეს.

როგორც მაიამი-დეიდის ოლქის მერმა, ლევინ კავამ თქვა, სამაშველო ოპერაცია დაჩქარდება მას შემდეგ, რაც 11 ივლისს კატასტროფის შედეგად გადარჩენილი შენობის ნაწილის დემონტაჟი მოხდება.

NBC News-ი იტყობინება, რომ ოფიციალური პირები შენობის ნანგრევების გათხრას სამძებრო და სამაშველო მისიას უწოდებენ, თუმცა, მცირე იმედი არსებობს იმის, რომ ორი კვირის თავზე ნანგრევებში ცოცხალი ადამიანი იყოს დარჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები