გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 60%-ს ინდური შტამი აქვს დადასტურებული
გერმანიაში კორონავირუსის “დელტა” შტამი ახალი შემთხვევების 60%-ს შეადგენს და ის ეტაპობრივად ბრიტანულ “ალფას” ანაცვლებს.
ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტში განაცხადეს.
როგორც აღინიშნება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლები თითქმის ბოლო ერთი წლის განმავლობაში მინიმუმზეა 21-27 ივნისის პერიოდში, “დელტა”-ს შემთხვევები თითქმის ორჯერ არის გაზრდილი, 19-26 ივნისის პერიოდთან შეადრებით.
ინსტიტუტში ასევე ამბობენ, რომ “ალფა” შტამი სულ უფრო იშვიათი ხდება. თუ მაისის ბოლოს იგი დომინირებდა და შემთხვევათა 91%-ს შეადგენდა, ივნისის ბოლოსთვის მხოლოდ 33% იყო.
გერმანიაში კორონავირუსის სხვა ვარიანტები იშვიათია.
ამასთანავე, ვირუსოლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ მოუწოდებენ სიფხიზლისკენ და აღნიშნავენ, რომ უნდა გააგრძელონ პირბადეების ტარება, ასევე, ყველა სხვა ზომა დაიცვან, რადგან ინდური შტამის მახასიათებელი სწრაფი გავრცელებაა.
მედია წერს, რომ გერმანიაში ვაქცინაციის მაჩვენებელი შენელებულია. გასული კვირის განმავლობაში საშუალო დღიური მაჩვენებელი 710 ათასი აცრა იყო მაშინ, როდესაც ერთი კვირით ადრე დღეში 800 500 ინექცია, ხოლო ორი კვირით ადრე – 820 ათასი შეჰყავდათ.