საფრანგეთში პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდებენ, მოგზაურობისთვის რუსული და ჩინური ვაქცინები არ აღიარონ
ევროკავშირმა კორონავირუსის საწინააღმდეგო, რუსეთსა და ჩინეთში წარმოებული ვაქცინები არ უნდა აღიაროს, – განაცხადა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა, კლემენ ბონმა France 2-ის ეთერში.
მისი თქმით, იმ ვაქცინების ჩამონათვალში, რომლებითაც ტურისტები აიცრებიან და შემდგომ საფრანგეთში მოხვედრას შეეცდებიან, მხოლოდ ის პრეპარატები უნდა იყოს შეყვანილი, რომელთა ეფექტურობაში რესპუბლიკის ხელისუფლებაა დარწმუნებული.
მისი თქმით, ამჟამად, საფრანგეთსა და ევროპაში მხოლოდ ოთხი ვაქცინაა გამოყენებისთვის აღიარებული.
კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან დაკავშირებით, კერძოდ, რუსულსა და ჩინურთან, საფრანგეთი მოუწოდებს პარტნიორებს, თქვან “არა”.