ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 4 პირი მოკლეს, ორი კი დააკავეს
ჰაიტის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ქვეყნის პრეზიდენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 4 პირის ლიკვიდაცია შეძლეს, ორი კი დააკავეს.
ამის შესახებ Twitter-ზე რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანმა, ფრანც ეგზანტუსმა დაწერა.
ჰაიტის პრეზიდენტი 7 ივლისს რეზიდენციაში დაუდგენელმა პირებმა სასიკვდილოდ დაჭრეს. თავდასხმის დროს ასევე მძიმედ დაშავდა ქვეყნის პირველი ლედი, მარტინ მოიზი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ქვეყნის პრემიერიმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კლოდ ჟოზეფმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და დაარწმუნა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობა კონტროლდება ჰაიტის ეროვნული პოლიციისა და ჰაიტის შეიარაღებული ძალების მიერ.
მისი თქმით, თავდამსხმელები უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ინგლისურ და ესპანურ ენებზე საუბრობდნენ.
მინისტრთა საბჭომ რესპუბლიკაში 15 დღით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ბოლო წლებში ჟოვენელ მოიზას წინააღმდეგ ჩატარებულმა მასობრივმა პროტესტმა ქვეყნის პარალიზება არაერთხელ მოახდინა. პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები მას ადანაშაულებდნენ კორუფციაში და შეიარაღებულ დაჯგუფებებთან კავშირში.
გაერო-ს მონაცემებით, ასეთ დაჯგუფებებთან ბრძოლა დედაქალაქზე კონტროლისთვის, მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისიდან, სულ მცირე, 15 ათასი ადამიანის გაქცევა გამოიწვია.
ჰაიტი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა მსოფლიოში ჰუმანიტარულ დახმარებაზე, დაახლოებით, 4,4 მილიონი ადამიანია დამოკიდებული.