ბაღდადში აშშ-ის საელჩოს ცეცხლის გაუხსნეს
ბაღდადში გვიან ღამით აშშ-ის საელჩოს მიმართულებით სარაკეტო იერიში განხორციელდა.
Al Arabiya-ს ინფორმაციით, ამუშავდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები.
აღინიშნება, რომ საელჩოს მიმართულებით ორი რაკეტა იქნა გაშვებული.
ტელეარხის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ ერთის ჩამოგდება შეძლო, მეორე ჭურვი “მწვანე ზონის” გარეთ ჩამოვარდა, სადაც, აშშ-ის საელჩოს გარდა, სხვა დიპლომატიური მისიებიც არის განთავსებული.
ორი დღის წინ სარაკეტო იერიში მიიტანეს აინ-ალ-ასადის სამხედრო ბაზაზე, რომელსაც საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ძალები, შეერთებული შტატების მეთაურობით იყენებენ. ტელეკომპანია Al Sumaria-ს ცნობით, ბაზის მიმართულებით, სულ მცირე, შვიდი რაკეტა იყო გაშვებული.