პარიზის ანიმაციური ფილმების ფესტივალზე ქართული ფილმი – „მიტოვებული სოფელი“ ორი ჯილდოს მფლობელი გახდა
პარიზის ანიმაციური ფილმების ფესტივალზე მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი“ ორი ჯილდოს მფლობელი გახდა.ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს ინფორმაციას.
„საფრანგეთიდან კარგი ამბები გვაქვს!
პარიზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართულ ანიმაციას „მიტოვებული სოფელი” გადაეცა 2 ჯილდო: ჟიურის პრიზი; მაყურებლის ჯილდო.
ვულოცავთ რეჟისორ მარი კაპანაძეს, პროდიუსერ მარიამ კანდელაკს და ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს!“, – აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ანიმაციური ფილმი კინოსტუდია ,,კვალი XXI-ის“ და კინოცენტრ ,,ქართული ფილმი – აფხაზეთის“ ბაზაზე 2018 წელს, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, შეიქმნა, ფილმი რეჟისორ მარიამ კაპანიძისა და მხატვარ ირაკლი ტოკლიკაშვილის სადებიუტო ნამუშევარია. ანიმაციის პროდიუსერი მარიამ კანდელაკია.