წიგნის „კანონმდებლობის შექმნა – თეორია და პრაქტიკა“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში წიგნის „კანონმდებლობის შექმნა – თეორია და პრაქტიკა“ პრეზენტაცია გაიმართა

წიგნის ავტორები არიან ზურაბ მაჭარაძე, ანა ნაცვლიშვილი და ვახტანგ ხმალაძე, რედაქტორი – გიორგი კვერენჩხილაძე.

წიგნში აღწერილია კანონმდებლობის შექმნის პროცესის თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული გამოწვევები, მიმოხილულია როგორც ქართული კანონმდებლობა და პრაქტიკა, საქართველოს სამართალშემოქმედების პროცესის ხარვეზები და გამოწვევები, ასევე სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები.

„აღსანიშნავია, რომ მიუხედავად თემის აქტუალობისა, წიგნში წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, აკადემიური ლიტერატურა საკმაოდ მწირია, ავტორთა ძალისხმევა მიმართულია სწორედ არსებული გამოწვევის დასაძლევად.

სახელმძღვალო განკუთვნილია იურისტებისთვის, ყველა დონის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისთვის, სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთათვის, სტუდენტებისთვის და ყველასთვის, ვინც ჩართულია ან დაინტერესებულია კანონშემოქმედებითი პროცესით.

სახელმძღვანელო მომზადდა და გამოიცა „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით”, – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები