ირაკლი ღარიბაშვილი: ძალადობა, მით უმეტეს, ჟურნალისტებზე, არ არის მთავრობისა და ეკლესიის ინტერესებში, ეს შეიძლება, იყოს მტრულად განწყობილი, ქვეყნის დესტრუქციული ოპოზიციონერების ინტერესებში

“ძალადობა, მით უმეტეს, ჟურნალისტებზე არ არის მთავრობის ინტერესებში, ეკლესიის ინტერესებში, ეს შეიძლება, იყოს მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში, დესტრუქციული ოპოზიციონერების ინტერესებში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ფორმით გამოხატული ძალადობა და, მით უმეტეს, ძალადობა ჟურნალისტებზე მიუღებელია.

„რაც შეეხება არასასიამოვნო, ძალადობრივ ფაქტებს, ეს საჯაროდ დავგმე, ბატონო კომისარო. მიუღებელია სრულიად, კატეგორიულად მიუღებელი არის ნებისმიერი ფორმით გამოხატული ძალადობა და მით უმეტეს, ძალადობა ჟურნალისტებზე. ეს არის გაუგონარი ფაქტი, ეს არ არ არის არც მთავრობის ინტერესებში, არც ეკლესიის ინტერესებში, არც ჩვენი ხალხის ინტერესებში, არც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ეს შეიძლება, იყოს ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში ან ზოგიერთი დესტრუქციული ოპოზიციონერების ინტერესებში, სამწუხაროდ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები