ლიეტუვა ბელორუსთან კედელს ააშენებს
ლიეტუვა ბელორუსის საზღვართან, მიგრანტების ნაკადის შესაკავებლად, ბარიერის მშენებლობას იწყებს, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა.
”დავიწყებთ დამატებითი ფიზიკური ბარიერის შექმნას, რომელიც გაყოფს ლიეტუვასა და ბელორუსს და ეს გახდება აშკარა ნიშანი და გარკვეული შემაკავებელი ფაქტორი მათთვის, ვინც ორგანიზებას უწევს უკანონო მიგრანტების ნაკადს”, – თქვა პრემიერმინისტრმა.
ლიეტუვის მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა გამოიყენებს არმიის ძალებს საზღვარზე პატრულირების გასაძლიერებლად.
მანამდე, ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური ბელორუსის მხრიდან არალეგალური მიგრაციის მკვეთრი ზრდის გამო საგანგებო რეჟიმის გამოცხადების წინადადებით გამოვიდა.