“პოლიციის პრევენციული მოქმედებების შედეგად, მოწინააღმდეგეთა პროტესტის მიუხედავად, ფესტივალი ექსცესების გარეშე ჩატარდა” – ალექსანდრე დარახველიძე – ლისის ტბაზე გამართულ პრაიდის ღონისძიებაზე

“3 ივლისს პოლიციის შესაბამისმა დანაყოფებმა ღონისძიების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად მოინახულეს ფესტივალის ჩატარების ადგილი, მოხდა ადგილის შესწავლა და გაიწერა გეგმა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 3 ივლისს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამისი საპოლიციო დანაყოფები იყო მობილიზებული, რომელთა რაოდენობა, ჯამურად, შეადგენდა 850 თანამშრომელს.
„რაც შეეხება 3 ივლისის ღონისძიებას, პოლიციის შესაბამისმა დანაყოფებმა ღონისძიების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად მოინახულეს ფესტივალის ჩატარების ადგილი, მოხდა ადგილის შესწავლა და გაიწერა გეგმა.
გეგმის მიხედვით, 3 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნა შესაბამისი საპოლიციო დანაყოფები, რომელთა რაოდენობა ჯამში შეადგენდა 850 თანამშრომელს. ფესტივალის დაწყების პარალელურად ლისის ტბის ამავალ გზაზე მობილიზება დაიწყო პრაიდის მოწინააღმდეგე ჯგუფებმა.
პოლიციის მხრიდან განხორციელებული პრევენციული და აქტიური ქმედებების შედეგად, მოწინააღმდეგეთა პროტესტის მიუხედავად, ლისი-ვანდერლენდის ტერიტორიაზე ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩატარდა ფესტივალი“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები