ალექსანდრე დარახველიძე – ექვსი საათის განმავლობაში პოლიცია უზრუნველყოფდა მასების მართვას, აგრესიული ჯგუფების დაკავებას და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას

თბილისში მოძრაობა „სირცხვილიას“, „თბილისი პრაიდისა“ და გახოკიძის ქუჩაზე მდებარე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ „თბილისი პრაიდის“ და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საგამოძიებო მოქმედებების დროს უარი განაცხადეს პოლიციასთან თანამშრომლობაზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით, ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა მიმდინარეობს.

„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტებზე სისხლის სამართლის წესით უკვე დაკავებულია შვიდი პირი. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა. ასევე გამოძიება მიმდინარეობს თბილისში მოძრაობა „სირცხვილიას“, „თბილისი პრაიდის“ და გახოკიძის ქუჩაზე მდებარე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თბილისი პრაიდის და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საგამოძიებო მოქმედებების დროს უარი განაცხადეს პოლიციასთან თანამშრომლობაზე.

რაც შეეხება 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, აღსანიშნავია, რომ დაიგეგმა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მრავალრიცხოვანი აქცია, მყისიერად მოხდა საპოლიციო ძალების, მათ შორის სპეციალური დანიშნულების ძალების მობილიზება, დაახლოებით 3 000 თანამშრომლის. აღსანიშნავია, რომ აქციაც და კონტრაქციაც იმართებოდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ ლოკაციაზე, შესაბამისად, ცოცხალი ძალის სრული კონცენტრირება მოხდა აქციისა და კონტრაქციის მონაწილეთა განცალკევების მიზნით.

დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში პოლიცია უზრუნველყოფდა მასების მართვას, აგრესიული ჯგუფების დაკავებას და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას. აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 100 პირი. დაკავებული პირებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 პირი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამასთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით ადგილზევე დაკავებულია ორი პირი. შსს კიდევ ერთხელ გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და სამართლებრივი რეაგირების მიზნით აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „თბილისი პრაიდის“ კვირეულში გამართული ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ დღეს ბრიფინგი გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები