“მადლობელი ვარ პარლამენტის თავმჯდომარის, რომ ევროკავშირის დროშა თავის ადგილზე დააბრუნა”, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი, ოლივერ ვარჰეი ,,ტვიტერზე” წერს.
მისი თქმით, ყველა მხარემ ხელი უნდა მოაწეროს 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას და ერთად იმუშაონ მის განსახორციელებლად.
,,მოხარული ვარ, რომ დეპუტატები პარლამენტში დაბრუნდნენ, სწორედ აქ უნდა დაიწყოს დებატები. ახლა ყველა მხარემ ხელი უნდა მოაწეროს 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას და ერთად იმუშაონ მის განსახორციელებლად.
ჩვენ ასევე განვიხილეთ ბოლო ორი დღის მოვლენები. ძალადობა და ვანდალიზმი აბსოლუტურად მიუღებელია. გამოხატვის თავისუფლება ძალადობით ან ნებისმიერი დისკრიმინაციით უნდა შეჩერდეს. მადლობელი ვარ პარლამენტის თავმჯდომარის, რომ ევროკავშირის დროშა თავის ადგილზე დააბრუნა,” – წერს ოლივერ ვარჰეი.