კიევში სამართალდამცველებს დაუდგენელმა პირმა ესროლა, მიმდინარეობს სპეცოპერაცია

კიევში, დაუდგენელმა მამაკაცმა სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა.

მომხდარის შედეგად, ორი პოლიციელია დაჭრილი. ამჟამად, მამაკაცის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.

ინციდენტი გოლოსეევის გამზირზე მოხდა. ამჟამად, ტერიტორია შემოსაზღვრულია.

​წინასწარი ვერსიით, ინციდენტი უკავშირდება სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, მამაკაცს თითქოს ბინას ართმევენ. თუმცა, ინფორმაცია ჯერ დაზუსტებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები