ირაკლი კობახიძე – ყველას გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური უფლებები, მაგრამ ამ უფლებებთან ერთად არსებობს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ შენი უფლებები განახორციელო სხვათა უფლებების პატივისცემის შესაბამისად

ყველას გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური უფლებები, მაგრამ ამ უფლებებთან ერთად არსებობს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ შენი უფლებები უნდა განახორციელო სხვათა უფლებების პატივისცემის შესაბამისად. ასე მოქმედებენ პასუხისმგებლიანი ადამიანები ყველა განვითარებულ ქვეყანაში – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტვ იმედის თოქშოუში „იმედის ფაქტორი“.

მისი თქმით, ვიღაცას შეიძლება რაღაც მოსწონდეს ან არა, მაგრამ აუცილებელია, საზოგადოების ამა თუ იმ სეგმენტის და მით უმეტეს, უმრავლესობის განწყობას ყველამ სცეს პატივი.

„საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაში ჩამოყალიბებულია განწყობა, რომ პრაიდი, როგორც ღონისძიება, მათთვის არის მიუღებელი. ისინი ამას შეურაცხყოფად აღიქვამენ. როდესაც ცდილობ, ამ აღქმის წინააღმდეგ ერთგვარი იდეოლოგიური ძალადობით წახვიდე, ეს არის პრობლემა. ეს ქმნის რისკებს, რაზეც ჩვენ წინასწარ ვაფრთხილებდით ამ ღონისძიების ორგანიზატორებს. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაზეც ჩვენ წინასწარ ვაფრთხილებდით – ვერ მოხერხდა ინციდენტების აღკვეთა, ესკალაციის თავიდან აცილება. პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრებათ როგორც კონკრეტულ მოძალადეებს, ასევე მათ, ვისაც ჩვენ ვაფრთხილებდით, თუმცა მათ მაინც არ თქვეს უარი საკუთარი ღონისძიებების ჩატარებაზე. ყველას გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური უფლებები, მაგრამ ამ უფლებებთან ერთად არსებობს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ შენი უფლებები უნდა განახორციელო სხვათა უფლებების პატივისცემის შესაბამისად. ასე მოქმედებენ პასუხისმგებლიანი ადამიანები ყველა განვითარებულ ქვეყანაში“ – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები