თამთა მეგრელიშვილი – ოპოზიციაზე: ხალხს ურევენ ტვინს, თითქოს, ეს არის მედიის მხარდამჭერი აქცია

„დღეს დაანონსდა აქცია პარლამენტთან და ხალხს ურევენ ტვინს, რომ, თითქოს, ეს არის მედიის მხარდამჭერი აქცია, სინამდვილეში, ამ აქციაზე იქნებიან ეკლესიისა და პატრიარქის მაგინებლები – უგულავა, გირჩი და ა.შ.”, – ასე ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციის მიერ რუსთაველის გამზირზე დღეს დაანონსებულ აქციას.

„როცა აქციის ჩატარების ერთი ადგილი არ გაქვს და ისევ მედიას ეფარები – დღეს დაანონსდა აქცია პარლამენტთან და ხალხს ურევენ ტვინს, რომ, თითქოს, ეს არის მედიის მხარდამჭერი აქცია… სინამდვილეში ამ აქციაზე იქნებიან ეკლესიისა და პატრიარქის მაგინებლები – უგულავა, გირჩი და აშ… მედიის დასაცავად კი არა, რისთვისაც გავეშებული იბრძვით 9 წელია, ისევ იმისთვის იკრიბებით და ხალხს სიმართლე უთხარით!“, – წერს თამთა მეგრელიშვილი “facebook”-ზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები