რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: ისინი, ვინც შავ ზღვაში პროვოკაციებს განაგრძობენ, ცხვირში მიიღებენ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, ისინი, ვინც შავ ზღვაში პროვოკაციებს გააგრძელებენ, “ცხვირში მიიღებენ”.
ამის შესახებ მან ყირიმთან ბრიტანულ სამხედრო გემის მონაწილეობით ინციდენტზე საუბრისას თქვა.
”პროვოკატორებს მაქსიმალურად პირდაპირ უნდა ელაპარაკო, არსებითად და თითებზე ჩამოუთვალო, თუ რატომ არის უკეთესი, შემდეგში პროვოკაციები გვერდზე გადადონ და აქ ცხვირი არ შემოყონ, რადგან ცხვირში მიიღებენ. კონფლიქტების რისკები კიდევ გაიზრდება. შავი ზღვა არ არის ის ადგილი, სადაც ასეთი თამაშებია დაშვებული”, – თქვა მინისტრის მოადგილემ.