ისრაელი, 400 ახალი ინფიცირებულით, კორონავირუსის ახალი ტალღის ზღვარზეა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ქვეყანაში, დღეის მონაცემით, კორონავირუსით ინფიცირების 2820 შემთხვევაა, 4 ივლისს 2490 იყო, ხოლო 3 ივლისს – 2398.

4 ივლისს 50 ათასი ტესტიდან დადებითი 344 აღმოჩნდა (0,7%), 5 ივლისს კი უკვე 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ასევე, აღინიშნება, რომ ბოლო ერთ დღეში ერთი მძიმე პაციენტი გამოვლინდა და ამჟამად ასეთი უკვე 35 ინფიცირებულია.

რაც შეეხება გარდაცვალებას, ბოლო რამდენიმე დღეა, სტატისტიკა არ იცვლება და ჯამურ 6 429-ზეა გაჩერებული.

ამ მზარდი ინფიცირების ფონზე, დღეს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტი სამომავლო ღონისძიებებთან დაკავშირებით სხდომას გამართავს.

ცნობილია, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, შესთავაზოს მინისტრებს, სავალდებულო კარანტინი გაფართოვდეს და გავრცელდეს არა მხოლოდ ისეთი ქვეყნებიდან ჩამოსულებზე, რომლებიც “წითელი ქვეყნების” სიაშია შეყვანილი, არამედ – ისეთი ქვეყნებიდან, რომლების “აკრძალვის ზღვარზე” არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები