“ჟურნალისტებზე ძალადობა მიუღებელია, ყველა პირი შესაბამისად იქნება დასჯილი”, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინდელ მოვლენებზე საუბრისას მედიას განუცხადა.
მისი თქმით, ყველანაირ ძალადობას გმობს.
,,ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და მინდა, ეს ფაქტი საჯაროდ დავგმო. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ. ჟურნალისტებზე, თქვენზე ძალადობა მიუღებელია და ესაა დასაგმობი. პოლიცია მუშაობს ძალიან აქტიურად, დღეს დილით უკვე სამი პირი დააკავეს, გუშინაც მოხდა რამდენიმე ადამიანის დაკავება ადმინისტრაციული წესით. ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და, რა თქმა უნდა, შესაბამისად იქნება ყველა პირი დასჯილი, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა”, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, გუშინ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.