RFI: თბილისში, ლგბტ მარშის გამართვის მცდელობის ფონზე, პრორუსული პარტიის წევრებმა პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს

ქართველმა, ლგბტ + ადამიანების უფლებადამცველებმა თბილისში “პრაიდი” მას შემდეგ გააუქმეს, რაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან ძალადობა მოხდა, – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა – RFI წერს.

მედიასაშუალება წერს, რომ 5 ივლისს თბილისში, პარლამენტის შენობასთან ლგბტ მარშის საწინააღმდეგო აქცია იმართებოდა, გავლენიანი პრორუსული პარტიის წევრებმა კი საკანონდებლო ორგანოს თავზე ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს.

აღინიშნება, რომ ამის შემდეგ რადიკალური ჯგუფები თავს დაესხნენ პოლიციას და სცემეს ჟურნალისტები, მათ შორის, გაერო-ს წარმამადგენლობის ოფისთანაც.

დარბეულია ასევე მარშის ორგანიზატორთა ოფისები.

RFI წერს, რომ, ამ ფონზე, პრაიდის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა, რომ “ადამიანების სიცოცხლე საფრთხის წინაშე არ დაეყენებინათ”.

ფრანგული გამოცემა წერს, რომ მომხდარი დაგმო აშშ-ის, ევროკავშირისა და კიდევ 16 ქვეყნის წარმომადგენლობებმა საქართველოში.

სტატიის ავტორი წერს, რომ მენტალობა “ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ეტაპობრივად იცვლება, რომელსაც ევროკავშირთან დაახლოება სურს, თუმცა, ჰომოფობიური ძალადობა რეგულარულად იჩენს თავს. ქვეყანა კვლავაც იმყოფება ძლიერი მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენის ქვეშ, რომელიც უკვე პირდაპირ აკრიტიკებდა ქვეყნის მთავრობებს, რომელიც მას ზედმეტად პროგრესულად ეჩვენებოდა”.

RFI წერს, რომ “მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გუშინ ათიათასობით მორწმუნე შეკრიბა საჯარო ლოცვისთვის პრაიდის მარშის წინააღმდეგ. ქვეყნის პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კი მარშის გამართვის წინააღმდეგ გამოვიდა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები