ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა – ვირუსმა კიდევ 3 პაციენტი იმსხვერპლა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. კერძოდ, ბოლო ერთ დღეში კოვიდ 19, 181 ადამიანს დაუდასტურდა, რაც 11 იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, როდესაც დღიური სტატისტიკა 179 შემთხვევას უდრიდა.
ბოლო 24 საათში ვირუსზე ტესტირება 545 პირს ჩაუტარდა.
ასევე, დაავადებას გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში 72, 73 და 82 წლის პაციენტები ემსხვერპლნენ, რაც პანდემიის დაწყებიდან უკვე 254 ლეტალური შემთხვევაა.
ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 107 ადამიანი იმყოფება, მათგან 33-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმში მკურნალობს 40 პირი, მათგან 15-ის მდგომარეობა მძიმეა; ოჩამჩირეში -26; გაგრაში – 36, ხოლო ტყვარჩელში 15 კოვიდინფიცირებულია.