ანრი ოხანაშვილი: პროტესტის ამგვარ გამოვლინებას არც ეკლესიასთან აქვს კავშირი და არც ქართულ ტრადიციებთან
“ძალადობა არის დანაშაული!
ძალადობას, განსაკუთრებით კი, ძალადობას ჟურნალისტებზე, მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, რაც დღეს რუსთაველის გამზირზე ხდებოდა, ყოვლად მიუღებელია.
“ის, რაც დღეს ხდებოდა რუსთაველის გამზირზე, ყოვლად მიუღებელია. პროტესტის ამგვარ გამოვლინებას არც ეკლესიასთან აქვს კავშირი და არც ქართულ ტრადიციებთან.
დიდი მადლობა პოლიციას დაუღალავი შრომისთვის!”, – წერს ოხანაშვილი.