თამარ ტალიაშვილი: ძალადობას არაფერი აქვს საერთო ქართველობის დაცვასთან
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დღეს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“ძალადობას არაფერი აქვს საერთო ქართველობის დაცვასთან, ყოველმხრივ მიუღებელია!
აზიანებს როგორც კონკრეტულ ადამიანებს, ისე სახელმწიფოს!”, – წერს ტალიაშვილი.