ზელენსკიმ ის ქვეყნები ჩამოთვალა, რომლებთან მეგობრობა უკრაინისთვის სასარგებლოა – მათ შორის საქართველოა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევისთვის “სამეგობროდ სარგებლის მომტანი ქვეყნების” სია დაასახელა.

ზელენსკიმ სია ფორუმზე “უკრაინა 30. საერთაშორისო პოლიტიკა” გაახმოვანა.

კერძოდ, უკრაინისთვის სამეგობროდ სასარგებლო ქვეყნებია: აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა, თურქეთი, ჩინეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და რუმინეთი.

უკრაინის პარტნიორ ქვეყნებს ზელენსკიმ მიაკუთვნა ინდოეთი, იაპონია და ბრაზილია, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია მეტი ყურადღების გამახვილება აზიისა და აფრიკის ქვეყნებზეც.

ამას გარდა, ზელენსკიმ ისაუბრა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის მომზადებაზე, რომელზეც განიხილება უკრაინისთვის ყველაზე აქტუალური საკითხები, მათ შორის, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ საკმარისი ნაბიჯები გადადგა ალიანსში შესასვლელად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები