კულება: უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, უბრალოდ, ეს დროისა და ფასის საკითხია, რომელსაც ჩვენ გადავიხდით

უკრაინა მტკიცედ არის განწყობილი, ნატო-ში გაწევრიანდეს, იქამდე კი, საკუთარი უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, რეგიონულ კავშირებს ავითარებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ფორუმზე “უკრაინა 30: საერთაშორისო პოლიტიკა” განაცხადა.

“უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. ეს არის დროისა და ფასის საკითხი, რომელსაც ჩვენ გადავიხდით. და სანამ ჩვენ არ ვართ დიდი ალიანსის წევრი, უნდა ვიყოთ გარშემორტყმული მეგობარ სახელმწიფოებთან ალიანსებით”, – თქვა მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ, უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, უკრაინამ განავითარა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთსა და თურქეთთან და, ასევე, შეუერთდა ნატო-ს გაფართოებული შესაძლებლობების პროგრამას.

“ჩვენ ჯერ არ ვართ ნატო-ს წევრები. ჩვენ არ გვაქვს უსაფრთხოების გარანტიები სხვა ქვეყნებისგან. მსოფლიოს მრავალი მნიშვნელოვანი ქვეყანა, პოლიტიკური მიზეზების გამო, არ გვყიდის იარაღს, რომელსაც ჩვენი თავდაცვის განმტკიცება შეუძლია. ეს მკაცრი რეალობაა”, – თქვა მან.

ფორუმში მონაწილეობა, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამაც მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები