გია მურღულია: ძალადობით მხოლოდ საბოლოოდ წაგებულები იგებენ მცირე ხნით

ექსპერტი განათლების საკითხებში, გია მურღულია რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

,,ძალადობით მხოლოდ საბოლოოდ წაგებულები იგებენ მცირე ხნით.
დიდი ხნით მოგება თუ გინდა, გონებითა და სიმართლით უნდა მოიგო”, – წერს გია მურღულია.

“ღირსების მარში” დღეს აღარ გაიმართება.

შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დასხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები