დეკანოზი თამაზ ლომიძე: დაფიქრდით, სად მიგიყვანთ ეს უკონტროლებელი სიძულვილი და ძალადობა, ნუ იქნებით მკვლელები

“ხშირად მქონია ხოლმე სარწმუნოების დაცვის მიზნით ძალადობის მომხრე “ქრისტიანებთან” საუბარი და ყველა ერთმანეთს ჰგავს. ვეუბნები: გააპროტესტე, თქვი საწინააღმდეგო აზრი, ასწავლე, უქადაგე, შენი ცხოვრებით უჩვენე მაგალითი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იძალადო”, – ამის შესახებ დეკანოზი, თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ადამიანი როგორც კი ძალადობაზე ასწევს ხელს, მისი სიტყვა ძალას კარგავს.

“ხშირად მქონია ხოლმე სარწმუნოების დაცვის მიზნით ძალადობის მომხრე “ქრისტიანებთან” საუბარი და ყველა ერთმანეთს ჰგავს. ვეუბნები: გააპროტესტე, თქვი საწინააღმდეგო აზრი, ასწავლე, უქადაგე, შენი ცხოვრებით უჩვენე მაგალითი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იძალადო. როგორც კი ძალადობისთვის ასწევ ხელს, გაუფასურებულია და ძალადაკარგია შენი სიტყვა. მპასუხობს: კი, მართალია, მაგრამ მაგათ სიტყვა არ ესმით. შემდეგ ვეკითხები ხოლმე და აქ მთავრდება ჩვენი საუბარი: კარგი, ვთქვათ ადექი და სცემე, რადგან არ ესმის. შემდეგ თუ ისევ გააგრძელა კიდევ სცემე უფრო მაგრად, კიდევ და კიდევ სცემე და ბოლოს რას აპირებ? უნდა მოკლა? აქ გაიყურსებიან და თან იციან რომ მოკვლა არ შეიძლება და თან საკუთარ თავში მოდუღარი სიძულვილი არ ასვენებთ, ადამიანის განადგურება უნდათ. ასეთებს ეუბნება ქრისტე: უკვე მკვლელები ხართ ღვთის წინაშე თუ ადამიანის სიძულვილი გაქვთ გულში, უკვე დაგირღვევიათო მცნება “არა კაც ჰკლა” . დაფიქრდით სად მიგიყვანთ ეს უკონტროლებელი სიძულვილი და ძალადობა, ნუ იქნებით მკვლელები”, – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები