საქართველოში კორონავირუსის 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 515 პირი
საქართველოში კორონავირუსის 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 515 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 48 საათში 1 515 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო ორ დღეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი. ბოლო 48 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 081 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 261, „პისიარ“-ტესტით – 14 820. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 3-4 ივლისის მდგომარეობით არის 3.63 პრიცენტი, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.85 პროცენტი, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.40 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 369 886 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 355 127 გამოჯანმრთელდა, 5 373 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 88, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 030 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 785 .