თამარ გაბუნია: ტექნიკური ხარვეზები აღმოფხვრილია, რეგისტრაციის პროცესი გრძელდება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კიბერშეტევის გამო, ვაქცინაციის პორტალზე – Booking.moh.gov.ge შექმნილი ტექნიკური ხარვეზები უკვე აღმოფხვრილია და რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ტექნიკური ხარვეზები აღმოფხვრილია. დილის მონაცემებით, 20 ათასამდე მოქალაქეა რეგისტრირებული „სინოფარმზე“. რეგისტრაციის პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობ, რომ აქტივობა იქნება კარგი“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასობრივი ვაქცინაცია იწყება.