გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა გეოლოგიური ანგარიში მოამზადეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა,2020-2021 წლებში კახეთის (ახმეტა, ყვარელი) და მცხეთა-მთიანეთის (დუშეთი) სამიზნე არეალის ფარგლებში გეოლოგიური აგეგმვითი სამუშაოები განახორციელეს.
,,კვლევების საფუძველზე, მომზადდა 1:200 000 მასშტაბის სახელმწიფო გეოლოგიური რუკა, ასევე, სასარგებლო ნამარხებისა და ტექტონიკური რუკების კომპლექტი, შესაბამისი გეოლოგიური ანგარიშით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სამიზნე არეალის ფარგლებში არსებული გეოლოგიური პირობების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მითითებულ ტერიტორიებზე, გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ, სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენა არ განხორციელებულა.
გეოლოგიური ანგარიში წარმოადგენს საფუძველს გეოლოგიის ყველა მიმართულებისთვის, მათ შორის, სტიქიური გეოლოგიური პროცესების, მიწისქვეშა წყლების, სასარგებლო წიაღისეულისა და სხვა ტიპის გეოლოგიური კვლევებისთვის და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში არსებული გეოლოგიური პრობლემების მართვის თვალსაზრისით.
დაინტერესებულ პირებს გეოლოგიური ანგარიშის გაცნობა გარემოს ეროვნული სააგენტოს ფონდებში შეუძლიათ”, – ნათქვამია გარემოს ერივნული სააგენტოს ინფორმაციაში.