გაგრაში ზღვაში რუსი ტურისტი დაიხრჩო
გაგრაში 4 ივნისს რუსი ტურისტი, 1979 წელს სარატოვში დაბადებული პაველ დანკოვი ზღვაში დაიხრჩო.
ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ შემთხვევა ზღვაში ძლიერი შტორმის დროს მოხდა.
აღინიშნება, რომ ტალღები სამ მეტრს აღწევდა და მამაკაცი თვითმხილველების თვალწინ დაიხრჩო, რადგან ხალხი მის დახმარებას ვერ ახერხებდა – ტალღების გამო.
მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დღეს განახლდება.