კახა კუჭავა: ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს აშშ-ს, ეს დღე დემოკრატიის ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია
„ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს ამერიკის შეერთებული შტატებს”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა Twiter-ზე წერს.
მისივე თქმით, ეს დღე დემოკრატიის ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.
„ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს ამერიკის შეერთებული შტატებს. ვულოცავთ აშშ-ს ყველა მოკავშირეს, მეგობარსა და ხალხს. ეს დღე არის დემოკრატიის ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. პარტნიორობა რჩება ჩვენი ურთიერთობების ქვაკუთხედში უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კეთილდღეობის ზრდის უზრუნველსაყოფად“, – წერს კუჭავა სოციალურ ქსელში.