პაატა შავაძე: ისკო დასენს ჩემი მხარდაჭერა – ისკო და მისი ოჯახი გახლავთ პატიოსნების ეტალონები და არავის მივცემ უფლებას, უსაფუძვლოდ ხელყოს მათი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია

“მასობრივი ინფორმაციის ცალკეული ყვითელი საშუალებები, რომელთა წარმომადგენლებიც ელემენტარულ ცოდნას ვერ ფლობენ იურისპრუდენციაში, ბოდიალობენ რაღაცას და თავიანთი უმეცრების გადასაფარად ჩირქს ცხებენ უდანაშაულო ადამიანებს”,- ამის შესახებ ადვოკატი პაატა შავაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ის მხარს უჭერს ისკო დასენს და მის ოჯახს.

“ისკო დასენს ჩემი მხარდაჭერა! ისკო ჩემი უახლოესი მეგობარი და ჩემი ოჯახის წევრია! ჩვენ წლები ერთად ვმუშაობდით! ის პროკურორის, მე ადვოკატის რანგში! ვიცი რასაც ვამბობ, მისი ყველა გადაწყვეტილება, (ჯერ კიდევ 2003-2010 წლებში, როდესაც წარსულ რეჟიმს “ქვასანაყში ” ჰქონდა ჩადებული კანონიც და სამართალიც), იყო სწორუპოვრად სამართლიანი! არაერთი დარღვეული უფლება, სწორედ იმ შავ-ბნელ წლებში ერთად აღვადგინეთ! ისკოს მოღვაწეობა გენერალურ პროკურატურაში -საგამოძიებო ნაწილის პროკურორად იყო ნამდვილად საამაყო და მე ამას უპირობოდ ვადასტურებ! ისკო არ არის ასე იოლად ხელწასაკრავი პერსონა! ისკო პროფესიონალი იურისტი და თავისი ქვეყნისა და ხალხის, თავისი საქმის ზედმიწევნით ერთგული და უღალატო მსახურია!

მასობრივი ინფორმაციის ცალკეული ყვითელი საშუალებები, რომელთა წარმომადგენლებიც ელემენტარულ ცოდნას ვერ ფლობენ იურისპრუდენციაში, ბოდიალობენ რაღაცას და თავიანთი უმეცრების გადასაფარად ჩირქს ცხებენ უდანაშაულო ადამიანებს! მორალურად სპობენ! ისკო და მისი ოჯახი გახლავთ პატიოსნების ეტალონები და პირადად არავის მივცემ უფლებას, უსაფუძვლოდ ხელყოს მათი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია! მე ჩემი ოჯახით გვერდით ვუდგევარ ისკოსა და მის ოჯახს! სიწმინდის განსახიერებებს! უპატიოსნეს ადამიანებს! გაუმარჯოს სიმართლეს!”,- წერს პაატა შავაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები