ნათია თურნავა: ლარის კურსი სტაბილურდება

“ძირითადად ინფლაცია ფიქსირდება იმ პროდუქციის გამო, რომელიც არის იმპორტული. ამას აქვს თავისი მიზეზები. პირველი და მთავარი ეს იყო ლარის გაუფასურება წლის დასაწყისში და თქვენ ხედავთ, რომ ამ თვალსაზრისით უკვე პრობლემა მეტნაკლებად აღმოფხვრილია”,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ლარის კურსი სტაბილურდება.

“მე მინდა გითხრათ, რომ ძირითადად ინფლაცია ფიქსირდება იმ პროდუქციის გამო, რომელიც არის იმპორტული. ამას აქვს თავისი მიზეზები. პირველი და მთავარი ეს იყო ლარის გაუფასურება წლის დასაწყისში და თქვენ ხედავთ, რომ ამ თვალსაზრისით უკვე პრობლემა მეტნაკლებად აღმოფხვრილია და ლარის კურსი სტაბილურდება, მყარდება და ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ამ იმპორტულ საქონელზეც, ამ მიზეზის გამო გამოწვეული ფასის ზრდა შემცირდება. მეორე მიზეზია მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა და ზოგადად ამ თვალსაზრისით ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელიც შეეხება იმპორტის ჩანაცვლებას და იმპორტის ჩამნაცვლებელი ჩვენი ადგილობრივი წარმოების წახალისებას სპეციალური პროგრამებით – გრანტები, სუბსიდიები და საბოლოო ჯამში ყველგან, სადაც გვაქვს პოტენციალი თვითონ ვაწარმოოთ და იმპორტული საქონელი შევამციროთ ჩვენს ბაზარზე, სწორედ ასეც მოხდება”, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები