ანა სუბელიანი – საპატრიარქოს განცხადებაზე: ინსტიტუცია, რომელიც სიყვარულს და სიკეთეს უნდა ქადაგებდეს, ადამიანებს მოუწოდებს ძალადობისკენ

სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, “თბილისი პრაიდის” კვირეულთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

“ინსტიტუცია, რომელიც სიყვარულს და სიკეთეს უნდა ქადაგებდეს, ფაქტობრივად, ადამიანებს მოუწოდებს ძალადობასა და სხვების უფლებების შეზღუდვისკენ. არის საკითხები, რომელზეც გვაქვს კრიტიკული მოსაზრებები და ამას სამუშაო შეხვედრაზე განვიხილავთ. თავს, მთლიანობაში, ვთვლით დაცულად, უსაფრთხოდ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, კვირეულის დასრულების შემდეგ, ჩვენ იმავეს თქმა შეგვეძლება”,- ამბობს ანა სუბელიანი.

ცნობისთვის, საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია: “5 ივლისს, 17:00 საათზე შევიკრიბოთ ქაშუეთის წმ.გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები