თორნიკე რიჟვაძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
“ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.
1776 წლის 4 ივლისს ხელი მოეწერა ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რაც ამერიკელი და ყველა თავისუფლების მოყვარე ერისთვის სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერებისკენ სწრაფვის სიმბოლოდ იქცა.
მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ამერიკელ პარტნიორებს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის”,- წერს რიჟვაძე სოციალურ ქსელში.